ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. კერმანში, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად მსვლელობას მართავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართა.