„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპინიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში,სააკაშვილის სახლში უმასპინძლა. ცისკარიშვილი ამბობს,რომ მესამე პრეზიდენტის ინიციატივა ომში დაზარალებული ბავშებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის თქმით, მესამე პრეზიდენტს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა მის მეორე სამშობლოს დაეხმაროს.