წარადგენს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიურ ანგარიშს?- ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვორუმი არ შედგეს და ზურაბიშვილის გამოსვლა ჩაიშალოს. ოპონენტების კრიტიკას მმართველ პარტიაში პასუხობენ და ამტკიცებენ, რომ ამ პროცესში ზურაბიშვილისთვის ხელის შეშლა მათი მიზანი არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი არაფერია გარდა პოლიტიკური სპეკულაციისა.