ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 3 წლის შემდეგ დაბრუნდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პაარტიების ნაწილმა მმართველი პაარტიის საპატიო თავმჯდომარის შიშს დაუკავშირა, ნაწილი კი განმარტავს რომ ივანიშვილი წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას არაფორმალურად მართავდა. ამ მოსაზრებას ქართულ ოცნებაში სპეკულაციას უწოდებენ და განმარტავენ რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.