კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე ისევ შეზღუდვებია. თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მესტიის გზაზე კი გადაადგილება აღდგა. კლდოვანი მასის ცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე დღეს სპეციალისტებს ელოდებიან. დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე 2 დღის წინ ჩამოვიდა.