თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკით დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ. მათგან ერთი, 9 წლის მოზარდი ახალ წლამდე დაზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მეორე, 6 წლის ბიჭი კი კლინიკაში სახის დაზიანებით შეიყვანეს. ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის სტაბილურია და, მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამას გარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 40 წლის მოქალაქე, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა და 25 წლის კაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.