სიენენის ინფორმაციით, აშშ-ში სასწავლო დაწესებულებაში სროლა მოხდა. აიოვას შტატის ქალაქ პერის საჯარო სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 7 საათსა და 37 წუთზე, სწავლის დაწყებამდე მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლულია თავად თავდამსხმელიც. პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საფრთხე აღარ არსებობს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.