აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, სერგეი კისლიცას ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება. მისივე განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის თავზე ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული მინიმუმ ერთი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები ასევე 2 იანვრის თავდასხმის დროსაც გამოიყენეს.