ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს აძლიერებს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ომის შემდგომი ეტაპების გეგმები გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, მესამე ფაზაში თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ საბრძოლო მიდგომას შემოიღებენ, რომელიც შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო-სახმელეთო მოქმედებებსა და სპეცოპერაციებს მოიცავს. გეგმის თანახმად, სამხრეთ ღაზაში განლაგებული ისრაელის ძალები ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების დაბრუნებაზე ფოკუსირდებიან. სამგვერდიან დოკუმენტში გალანტი ომის ფინალურ ეტაპზეც საუბრობს. მისი თქმით, საბოლოო ეტაპი ღაზის სექტორს მოიცავს, რომელსაც „ჰამასი“აღარ აკონტროლებს და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს აღარ უქმნის.