ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძული დაბომბა. სეულის სამხედრო პირების განცხადებით, დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით, ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, დაუყოვნებლივი ევაკუაციის გაფრთხილება გასცა. სამხრეთმა, ჩრდილოეთ კორეის ქმედებები დაგმო და მას მორიგი პროვოკაცია უწოდა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 9-დან 11 საათამდე ნასროლი საარტილერიო ჭურვები სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შესულა და ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელების თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, ქმედება, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას საფრთხეს უქმნის და დაძაბულობას ზრდის. დაბომბვა ფხენიანის გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ის ომისთვის სამხედრო არსენალს აგროვებდა.