ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა კოორდინაცია და მხარეების ერთად მუშაობაა, ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე წამოვა და მათთან ითანამშრომლებს. ოპონენტების კრიტიკას მმართველ გუნდში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის მზად იყვნენ თანამშრომლობისათვის, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგეს,რამაც პროცესი საგრძნობლად დააზიანა.