რა შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელმა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება, ქართული ოცნების ყრილობაზე გაახმოვანა. ოპოზიცია თვლის, რომ ეს არის მცდელობა, ივანიშვილმა საერთაშორისო სანქციებს თავი აარიდოს. ხელისუფლების ოპონენტებს რჩებათ განცდა, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ თავდაცვითი ნაბიჯია და ივანიშვილს საერთაშორისო პარტნიორების ეშინია. 3 წლიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან ქართული ოცნების ლიდერები. ისინი ამბობენ, რომ ექსპრემიერის ამ გადაწყვეტილებით, პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდა.