რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.
„ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა“, - აცხადებს წყარო.
წყაროს ცნობითვე, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.