მედია - რუსეთის აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი დაიწვა - Palitra News

მედია - რუსეთის აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი დაიწვა

2024-01-04 14:27:13+04:00

რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

„ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა“, - აცხადებს წყარო.

წყაროს ცნობითვე, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.