უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა, მესაზღვრეებმა და ეროვნული გვარდიის წევრებმა ხანგრლივი ტყვეობის შემდეგ როგორც იქნა სამშობლოში ოჯახებთან დაბრუნება შეძლეს. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.