იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნას ათასობით მაშველი აგრძელებს. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, დანგრეულ შენობებში ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომლებიც შველას ელოდებიან. კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ. იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 81 ადამიანი. 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.