დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა. პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ერის გამთლიანებისთვის გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა . მთავრობის მეთაური კი აღნიშნავს, რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს.