"ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიის დათქმების შესრულებაზე უნდა იმუშაოს, აღარ შეიქმნას. მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავს. მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია 9 დათქმის გარშემო გაერთიანებას ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა კოორდინაცია და მხარეების ერთად მუშაობაა, ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე წამოვა და ოპონენტებთან ითანამშრომლებს. მათივე განმარტებით, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, ოპოზიციამ კი ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა დათქმები შესრულდეს.