პოლიციამ „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა. 1984 წელს დაბადებული პირი წარსულში ნასამართლევია. ინციდენტი გუშინ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მოხდა. ნიღბიანი პირი თიბისი ბანკის ფილიალში შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.