რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა მორიგი შეტევა ქალაქ ხერსონზე მიიტანეს. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ოლქის მარჯვენა სანაპიროს დეოკუპაციის შემდეგ, რუსებმა დაახლოებით 230 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 900-ზე მეტი დაჭრეს. გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გასულ 24 საათში, უკრაინაზე 89 სარაკეტო და 72 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 48-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის ქალაქებზე, ოკუპანტების გაძლიერებულ თავდასხმებს გმობს“ეუთო” და ევროკავშირი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს.