საახალწლოდ განათებული თბილისი საერთაშორისო გამოცემა ფორბსის ყურადღბის ცენტრშიც მოექცა. ევროპის 10 საუკეთესო ადგილი საახალწლო ღამის გასატარებლად - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში თბილისი მეხუთე ადგილს იკავებს. კვლევისთვის მოგზაურები 112 ქვეყნიდან გამოჰკითხეს, მათ შორის, ყველაზე მეტი ამერიკელი და ბრიტანელი იყო.სტატიაში თბილისი აღწერილია, როგორც ყველაზე ორიგინალური არჩევანი, რომელიც გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია.