სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია. საქსტატის ცნობით, დეკემბერში ყველაზე მეტად, 19.2 პროცენტით ზეთი გაიაფდა, დაახლოებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულზეც. პური და პურპროდუქტები კი 8 პროცენტით გაიაფდა. ამის პარალელურად, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 17.3 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 5.6 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე კი– 3.3 პროცენტით.