„მოსადის“ ხელმძღვანელი - ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა - Palitra News

„მოსადის“ ხელმძღვანელი - ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა

2024-01-03 16:58:55+04:00

ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა, - ამის შესახებ „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ განაცხადა.

„დაე, ყველა არაბმა დედამ იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, მან საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა“, - განაცხადა დევიდ ბარნეამ.

დევიდ ბარნეამ კომენტარი „მოსადის“ ყოფილი ხელმძღვანელის ზვი ზამირის დაკრძალვაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, 2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.