სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის პრესსპიკერის, კლეისონ მონიელას განცხადებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება. ჰააგის სასამართლოში ღაზაში ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით საქმის განხილვა სამხრეთ აფრიკამ, გასული წლის ბოლოს მოითხოვა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება და ღაზაში გენოციდის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს შესაბამის პასუხს გასცემს.