რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა გაანადგურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკეტები ბელგოროდის რეგიონის თავზე განადგურდა. უწყების მტკიცებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, კიევმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, ტერორისტული თავდასხმის განხორციელება კიდევ ერთხელ სცადა. უკრაინულ მხარეს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.