ბათუმში 44 წლის კაცმა ცოლი მოკლა. ქალი დანით მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.