სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა - საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება - Palitra News

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა - საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება

2024-01-03 11:52:43+04:00

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება.

კერძოდ, შესაბამისი დაწესებულება ექვს თვეში ერთხელ ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე. ამასთან, გაიწერა დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა