წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენელი, ნიკოლა დე რივიერი ავრცელებს.
„საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ, რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნიკოლა დე რივიერმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, ნიუ-იორკის დროით 3:00 საათზე გაიმართება.
„წითელ ზღვაში ესკალაცია არავის სურს. წითელი ზღვა საქონლის, ხალხის, საწვავის და ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საფრანგეთის წარმომადგენელმა.