რუსეთმა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინელი ხალხის სიმტკიცე - დაიცვან საკუთარი თავისუფლება.
„პუტინმა მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, დროებით შეუწყვიტა სინათლე და სითბო ათასობით ადამიანს და ცდილობდა, დაერღვია ერის ნება - მაგრამ მან მხოლოდ გაამყარა უკრაინელების სიმტკიცე, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ასევე ჩვენი სიმტკიცე - მხარი დავუჭიროთ უკრაინას ეგზისტენციალურ ბრძოლაში - რაც მნიშვნელოვანია ევროპასა და მის მიღმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.