ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იაპონური მედია ადასტურებს, რომ ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა.
ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა.