ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2024-01-02 21:39:06+04:00

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იაპონური მედია ადასტურებს, რომ ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა.

ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა.