უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
„პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი ცაში აფრინდა“, - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა.