1-ელი იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონების რეკორდული რაოდენობა - 90 დრონი - გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 90 დრონიდან 87 გაანადგურეს.
„ყველას დიდი მადლობა შრომისთვის! ერთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს, ცის დამცველებმა 45 „შაჰედი“ გაანადგურეს, დღეს - 87! დავიცვათ ცა! ერთად - გამარჯვებამდე!"- აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქს წუხელ С-300ტიპის ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს კი Х-31П ტიპის სამი რაკეტითა და ერთი Х-59 რაკეტით შეუტიეს.