ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ოპოზიციაში ჩრდილოვანი მმართველობის დასასრულს უწოდებენ. “ქართული ოცნების” ოპონენტების მტკიცებით, ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ რეალურად ქართული ოცნებიდან დისტანცირებული არასოდეს ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები აქვთ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც, სადაც ამბობს რომ ფაქტობრივად სანქცირებულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში ვერ შეიყვანს. მათივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პუტინის დავალებით მოქმედებენ