პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით. გალაკონცერტისთვის მზადება ამ დრომდე მიმდინარეობს. უკვე მოეწყო სხენაც, სადაც ახალი წლის ღამეს მისულ მაყურებლებს 30 ზე მეტი მომღერალი მუსიკალურ ნომერებს შესთავაზებს. ასევე მსმენელების წინაში წარსდგებიან რანინას ახალგაზრდა მომღერლბიც. ორგანიზატორები ადგილზე მისულ სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.