თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებული 189 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მისივე ცნობით, სპეცოპერაციები თურქეთის 37 პროვინციაში ერთდროულად მიმდინარეობდა, თურქეთის ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს და ტერორისტებს დესტაბილიზაციის საშუალება არ მიეცეთ. თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციები ბოლო კვირების განმავლობაში გააძლიერა, მას შემდეგ რაც ქურთმა მებრძოლებმა 1-ელ ოქტომბერს ანკარაში სამთავრობო შენობებთან ბომბი ააფეთქეს.