უკრაინაში, კიევში, 1-ლი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, კიევში, შევჩენკოვის რაიონში საწყობის ნანგრევებიდან უკვე 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისათვის ცნობილია სულ მცირე, 39 დაიღუპულისა და 160 დაშავებულის შესახებ.