კაცს, რომელმაც ქარელში ცოლი დაჭრა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თორნიკე ნოზაძეს თავის მართლება არ უცდია. გამოძიებით ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება გვიან ღამით დაიწყო,კაცმა კი ცოლს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. ახალგაზრდა ქალი სიკვდილს დედამთილმა გადაარჩინა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.