ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებებიც მოჰყვა. ივანიშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად აფასებს მმართველი გუნდი. მათი განმარტებით, ყოფილი პრემიერის დაბრუნება მნიშვნელოვანია არა არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოება კონსოლიდირებული იყოს და ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებას გასცეს პასუხი. თავისმხრივ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ივანიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმჩნდა, რადგან მათივე განმარტებით ყოფილი პრემიერი ქვეყანას არაფორმალურად ისედაც მართავდა. ოპოზიციაში ფიქრობენ იმასაც, რომ ივანიშვილის დაბრუნება ქართულ ოცნებაში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.