ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. გადაწყვეტილება ცნობილი ქართული ოცნების ყრილობაზე გახდა. თანაგუნდელებმა ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, პარტია გაძლიერებას საჭიროებს, საკუთარი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება კი გუნდს დაეხმარება გამარჯვება ბოლომდე მიიყვანონ. რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს