აშშ სამხრეთ კავკასიას რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ პლაცდარმად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„ვაშინგტონი დიდი ხანია არ მალავს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიას რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის პლაცდარმად განიხილავს.
ეს ყველაფერი რეგიონის ხალხების ნამდვილ ინტერესებს ძირეულად ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.