"ქართულმა ოცნებამ" პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა. მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პარტიის თავმჯდომარის გარდა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება. ესენი არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი