ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა. მან პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თქვა, რომ მმართველი პარტიის რეალური რეიტინგი 60 პროცენტამდეა, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს. ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ პარტიასა და მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება. ივანიშვილმა ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეც და თქვა, რომ ის დღეს ოპოზიციის მხარდაჭერად რაც შეეხება კითხვას, გახდა თუ არა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი საერთაშორისო სანქციების შიში, იავნიშვილი პასუხობს, რომ ის უკვე დიდი ხანია სანქცირებულია.