ქართული ოცნების ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში "დაბრუნების" მიზეზი ოპოზიციის არარსებობაა. როგორც მან თქვა, ოპოზიციის არარსებობამ შესაძლოა მართველი პარტია მოადუნოს, მისივე თქმით, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ივანიშვილის ტკიცებით, პოლიტიკაში დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი პარტიაში სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულებაა.