"ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ქვეყანაში 90 000 სამართალდამცავი იქნება მობილიზებული" - ამის შესახებ განცხადება შიდა დაზვერვის უფროსმა გააკეთა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ელისეის სადღესასწაულო ღონისძიებების ტერიტორიას, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი 6 000 ზე მეტი სამართალდამცავი დაიცავს. მისი თქმით, ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე პროცესების გამო, ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხეები საკმაოდ მაღალია.