ისრაელმა ლიბანში, საზღვრის სიახლოვეს, „ჰეზბოლას“ პოზიციებს დაარტყა. ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერ დენიელ ჰაგარის თქმით, სამიზნეს რაკეტების გამშვების სისტემები და სამხედრო კომპლექსები წარმოადგენდა.მისივე განცხადებით, „ჰესბოლას“ ობიექტებზე თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდება და ორგანიზაციის პოზიციები აღარ გამოიყურება ისე, როგორც 6 ოქტომბრამდე იყო. ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ „ჰეზბოლამ“ისრაელს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნა, რის გამოც, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანი მკაცრად გააფრთხილა. მისი თქმით, თუ „ჰეზბოლა“ არ გაჩერდება ბეირუთი ღაზად გადაიქცევა.