სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 081 პირის მიმართ დაიწყო. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 108 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 5.2 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 701 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, მას მოსდევს აჭარა – 230 შემთხვევით. დევნის დაწყების მაჩვენებლის უმეტესობა ქურდობას, მუქარას და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.