ევროპულმა საქართველომ” პრაიმერიზის სიები წარადგინა - Palitra News

ევროპულმა საქართველომ” პრაიმერიზის სიები წარადგინა

2023-12-30 14:54:14+04:00

ევროპულმა საქართველომ” პრაიმერიზის სიები წარადგინა. როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერებს 5 თვე ექნებათ იმისთვის, რომ ევროპული საქართველოს ამომრჩევლები დააწმუნონ, 2 სიიდან რომელი კონფიგურაცია შეძლებს მათი ინტერესების უკეთ დაცვას პარლამენტში. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პროცესში ამომრჩეველი ბევრ ახალ სახეს გაიცნობს - ეს კი რეალური კონკურენციის კლასიკური მაგალითი იქნება.