ევროპულმა საქართველომ” პრაიმერიზის სიები წარადგინა. როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერებს 5 თვე ექნებათ იმისთვის, რომ ევროპული საქართველოს ამომრჩევლები დააწმუნონ, 2 სიიდან რომელი კონფიგურაცია შეძლებს მათი ინტერესების უკეთ დაცვას პარლამენტში. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პროცესში ამომრჩეველი ბევრ ახალ სახეს გაიცნობს - ეს კი რეალური კონკურენციის კლასიკური მაგალითი იქნება.