საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა ერთხმად დაამტკიცეს. კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით მომდევნო წელს ყურადღება გამახვილდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე. ამის პარალელურად ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის სამოქმედო გეგმას კვალვაც აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკას ისმენენ. მეტიც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მტკიცე პოზიცია რომ ისინი მომდევნო წელს ცხრავე დათქმას სრულფასოვნად შეასრულებენ, რის შედეგადაც საქართველო გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე.